logo
ENG



რატიანი შეზღუდვების დაწესების უფლების შესაძლო გახანგრძლივებაზე: ხელისუფლების უზურპაციაა

07 ივლ 202012:48
3 წუთის საკითხავი
 

ნაბიჯი დიქატატურისაკენ - ასეთი შეფასებები მოჰყვა ოპონენტების მხრიდან მთავრობის ინიციატივას, 1-ელ იანვრამდე გაახანგრძლივოს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის" შესახებ კანონის მოქმედების ვადა. ცვლილებები დოკუმენტში რომელიც მმართველ გუნდს საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების დაწესების უფლებას წლის ბოლომდე უნარჩუნებს, უკვე ინიცირებულია.

"ევროპულ საქართველოში" აცხადებენ, რომ პარლამენტის უფლებების წართმევის გზით, მმართველი გუნდი ხელისუფლების უზურპაციას ახდენს. როგორც სერგო რატიანი აცხადებს, მაშინ როცა ხელისუფლებისადმი ნდობა დაბალია, არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი შესაძლოა ეჭვქვეშ დადგეს.

„ეს არის პარლამენტის უფლებების წართმევის გზით ხელისუფლების უზურპაცია, ეს არის ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა. როდესაც ფაქტობრივად ზღუდავ პარლამენტის უფლებამოსილებას, ეს არის სახიფათო თამაში და მით უმეტეს იმ გარემოში, როდესაც ამ ხელისუფლებისადმი ნდობა ისედაც ნაკლებია, შესაძლებელია რომ არჩვენების ლეგიტიმაცია დადგეს ეჭვქვეშ“,-აცხადებს სერგო რატიანი.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების გახანგრძლივება იგეგმება - მმართველი პარტია „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებების 2021 წლის პირველ იანვრამდე შენარჩუნებას ითხოვს.


close დახურვა