შაბათის ფორმულასთვის დოკუმენტურად გახდა ცნობილი ერთ-ერთი სავარაუდო მიზეზი, რატომ ვერ გადაურჩა დამატებით დაზიანებებს გელათის ისტორიული მონასტერი. ხარაჩოებისა და ნებისმიერი ტიპის გადახურვის სფეროში ლიდერ კომპანიას, რომელიც მსოფლიოს 140 ქვეყანაში ოპერირებს, ქართულმა მხარემ 2021 წლის თებერვალში მიმართა. დაუკვეთეს, რომ მათ მოემზადებინათ პროექტი - გელათის დროებითი გადახურვისთვის. აპრილის ბოლოს, გერმანელებმა ქართულ მხარეს სამგანზომილებიანი მაკეტი, კალკულაცია და წინასწარი შეთავაზება გაუგზავნეს, თუმცა კულტურის სამინისტრომ მათ პასუხი არ გასცა. ამის შემდეგ, მათ კიდევ 3 ჯერ კიდევ გამოაგზავნეს წერილი, მაგრამ პასუხი არცერთ შემთხვევაში არ მიუღიათ.
რატომ ვერ გადაურჩა დამატებით დაზიანებებს გელათის მონასტერი - შაბათის ფორმულა
19 ივნ 202120:08
3 წუთის საკითხავი