logo
ENG



რატომ რისკავს ქართული ოცნება მესამე პრეზიდენტის სიცოცხლით

06 მაი 202220:15
3 წუთის საკითხავი
 

ბათუმის გარდა მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით დღეს კიდევ ორი აქცია გაიმართა. მხარდამჭერები ავტოკოლონით დედაქალაქიდან რუსთავში ჩავიდნენ - ციხესთან, სადაც მესამე პრეზიდენტი იმყოფება. მოგვიანებით აქციამ რუსთავიდან თბილისში გადმოინაცვლა - პრეზიდენტის სასახლესთან.

თანაგუნდელების ინფორმაციით, პატიმრის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. მესამე პრეზიდენტის ოჯახი პატრიარქთან შეხვედრას ელოდებოდა. სააკაშვილებს საპატრიარქოდან აცნობეს, რომ ილია მეორეს ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს აუდიენციის გასამართად. აღსანიშნავია, რომ ორი დღის წინ პატრიარქმა ირაკლი ღარიბაშვილი მიიღო. ამ ფონზე პატიმარ სააკაშვილს ევროპიდან წერილი გამოუგზავნეს.


close დახურვა