logo
ENG



რაქვიაშვილი: მელიამ გირაო უნდა გადაიხადოს, თუ არა - ოცნებამ იმუნიტეტი არ უნდა ჩაუხსნას

09 თებ 202118:41
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/09/ffskwpivcqyjopv.jpg

გირჩის ერთერთ ლიდერს ალექსანდრე რაქვიაშვილს მიაჩნია, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიამ გირაოს თანხა უნდა გადაიხადოს. 

"ასე მივიჩნევ, რომ მელიამ გირაო უნდა გადაიხადოს, მაგრამ მელია თუ არ გადაიხდის გირაოს, ქართულმა ოცნებამ იმუნიტეტი არ უნდა ჩაუხსნას", - თქვა რაქვიაშვილმა ფორმულას გადაცემა კომენტარში.

5 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია გირაოს გადაუხდელობის გამო პროკურატურაში გაფრთხილების მიზნით დაიბარეს. პროკურატურის განცხადებით, გირაოს თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს, მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლაზე. მელია ამბობს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს. 

საქმე ეხება ნიკა მელიას წინააღმდეგ 20-21 ივნისის საქმეზე წარმოებულ პროცესს, რაზეც მას ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. 

ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით,  ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე.


close დახურვა