რაში და როდის დახარჯავს მთავრობა სტოპკოვის ფონდს - ოპოზიციამ ამ კითხვაზე პასუხი საპარლამენტო განხილვების დროს ვერ მიიღო.
პარლამენტში კორექტირებული ბიუჯეტის პროექტის განხილვა მწვავე დებატების ფონზე მიმდინარეობდა. საპარლამენტო ოპოზიციის ფრაქციების კითხვებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე პასუხობდა, თუმცა ვერც საზოგადოებამ და ვერც სხდომის მონაწილე დეპუტატებმა ვერ შეძლეს დადგენა.
წლების განმავლობაში პრაქტიკად ქცეული გაზრდილი ბიუროკრატია, საპენსიო ფონდი, რომელსაც მთავრობა მოქალაქეებს პანდემიის დროს არ მოახმარს და გადასახადები, რომლის დაწევასაც ბიძინა ივანიშვილის მთავრობა არ აპირებს - მთავარი საკითხებია, რაც ოპოზიციას არწმუნებს, რომ ხელისუფლებას ეკონომიკური კრიზისის დაძლევა არ სურს ან არ შეუძლია.