logo
ENG



რაშიდ ზიადალიევის სასამართლო პროცესი დღეს არ ჩატარდება

10 თებ 202010:43
3 წუთის საკითხავი
 
quxn9zwcspzcxqu.jpg

რაშიდ ზიადალიევის სასამართლო პროცესი დღეს არ ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას თავად რაშიდი ავრცელებს. მისი განცხადებით, მას პოლიცია დაუკავშირდა და ამის შესახებ ტელეფონით აცნობა. უცნობია, როდის გაიმართება სასამართლო პროცესი.

რუსთავის საქალაქო სასმართლოსთან სადაც მისი პროცესი უნდა გამართულიყო, რაშიდის მხარდამჭერი აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები იმყოფებიან.

რაშიდ ზიადალიევს პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან. როგორც ცნობილია, სამოქალქო აქტივისტს პოლიციელები სურათებს ფარულად უღებდნენ, ზიადალიევი დაინტერესდა, რატომ უღებდნენ ფოტოს ნებართვის გარეშე, მაშინ, როცა პირადობა თან ჰქონდა.

კანონის თანახმად, როდესაც მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა თან აქვს, ინდეტიფიკაციისთვის სურათის გადაღება უკანონოა. სწორედ ამ კანონის თანახმად რაშანმა სამართალადამცველებს სურათი არ გადააღებინა.

ზიადალიევი ეჭვობს, რომ პოლიციამ მისი დაკავება წინასწარ დაგეგმა.


close დახურვა