რაჭაში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას დაზიანება დანით აქვს მიყენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მათივე თქმით, ამ დროისთვის, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, დაჭრაში ბრალდებულის დაკავების მიზნით კი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.