logo
ENG



რაჭველი ობამა, რომელიც სტრასბურგში გაემგზავრება - დროება სოფელ ღებიდან

07 ივნ 202020:53
3 წუთის საკითხავი
 

რამდენიმე დღის წინ, ალბათ, ბევრმა თქვენგანმა მიაქცია ყურადღება ინტერნეტში გამოქვეყნებულ ესეს და ინფორმაციას, რომლითაც გავიგეთ, რომ ამ თხზულებით ერთი რაჭველი მოსწავლე, მრავალფეროვნებისა და თანასწორობისადმი მიძღვნილი, ევროპის საბჭოს კონკურსის გამარჯვებული გახდა და სტრასბურგშიც გაემგზავრება. ფაქტიც და ესეს შინაარსიც იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ იმ ადამიანების და გარემოს სანახავად გავემგზარეთ, სადაც ასეთი ისტორიები იბადება.

ასე აღმოჩნდა „დროება“ სტუმრად რაჭის სასაზღვრო სოფელ ღებში. ღები ბუნების სილამაზის გარდა, გონიერი ახალგაზრდების სიმრავლითაც გამოირჩევა. აქ უკეთესი სიტუაციაა, ვიდრე ზოგ სხვა სოფელში. სკოლაში ჯერ კიდევ არიან ბავშვები. ბავშვები, რომლებიც თავიანთ სოფელს სხვადასხვა წარმატებით ასახელებენ. ბოლო წარმატება ღებელი ბერდიასია, იგივე ობამასი. 


close დახურვა