logo
ENG



რეანიმაციაში მხოლოდ 1 პაციენტი გვყავს, სხვა პაციენტები მალე გაეწერებიან - რატიანი

18 მაი 202012:02
3 წუთის საკითხავი
 
jqu907g359jq0sf.png

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის ინფორმაციით, საავადმყოფო დღეს 4-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. 

როგორც რატიანმა აღნიშნა, დღის ბოლომდე კიდევ 11 პაციენტის პასუხებს ელოდებიან. მან იმედი გამოთქვა, რომ ისინიც დატოვებენ კლინიკას. რაც შეეხება სხვა პაციენტების მდგომარეობას, მათი მდგომარეობა სტაბილურია და რეანიმაციულ განყოფილებაში მხოლოდ ერთი პაციენტი გადის მკურნალობას. 

"ამ ეტაპზე კლინიკაში ყველაზე მცირე რაოდენობის პაციენტი გვყავს, რაც ძალიან გვახარებს. საუბარია 28 კოვიდინფიცირებულზე. რაც შეეხება  მათ მდგომარეობას, მინდა გითხრათ, რომ ყველა სტაბილურია. ერთი გვყავს რეანიმაციულ განყოფილებაში, რომელიც ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება, მაგრამ ზოგადი მდგომარეობა, წინა პერიოდთან შედარებით, დადებითი დინამიკის არის. დანარჩენი პაციენტები იმყოფებიან თერაპიულ განყოფილებაში და არც ერთთან არანაირი პათოლოგიური ცვლილებები არ ვლინდება. პროტოკოლის მიხედვით ჩაუტარდებათ განმეორებითი ტესტირება და იმედია რამდენიმე დღეი ყველა ეს პაციენტი დატოვებს კლინიკას. არც ერთი ახალი პაციენტი ბოლო 10 დღის განმავლობაში ჩვენ კლინიკაში არ ყოფილა. 27 პაციენტს არანაირი კლინიკური ნიშნები არ უვლინდებათ. 4 პაციენტი გავწერეთ, და დღეს 11 პირველად პასუხს ველოდებით და იმედი გვაქვს, რომ ისინიც დატოვებენ კლინიკას. იმედი გვაქვს, რომ მალე ვენი კლინიკა გადავა ჩვეულ რეჟიმში", - განაცხდა ლევან რატიანმა. 

 


close დახურვა