ცნობილი გახდა კიდევ ოთხი მაჟორიტარი კანდიდატის ვინაობა, რომელთაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რეგიონებში წარადგენს.
მათ წარმატება საკუთარ Facebook გვერდზე სათითაოდ უსურვა ვანო მერაბიშვილმა. პარტიის პრესსამსახურმა "ფორმულას" კანდიდატების ვინაობა დაუდასტურა.
ოთხი კანდიდატის ვინაობა შემდეგია:
ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი ვაჟა ჩიტიშვილი იქნება;
საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის ოლქში პარტიის კანდიდატი გიორგი კაპანაძე იქნება;
სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტებში კენჭს დევი ჭანკოტაძე იყრის;
კასპისა და გორის (ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულების გარდა) მუნიციპალიტეტების მაჟორიტარობის კანდიდარი ბადრი ბასიშვილი იქნება.
ნაციონალური მოძრაობიდან ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იქნება, თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი - გიორგი ბოტკოველი, გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაში - ლევან ბეჟაშვილი, ხოლო რუსთავში - დავით კირკიტაძე.
სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტებში დევი ჭანკოტაძის ოპონენტი ქართული ოცნებიდან გივი ჭიჭინაძე იქნება; საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის ოლქში პარტიის კანდიდატის გიორგი კაპანაძის ოპონენტად წარმოდგენილია - პაატა კვიჟინაძე; ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატს ვაჟა ჩიტაშვილს ოპონირებას მმართველი გუნდიდან ანტონ ობოლაშვილი გაუწევს; გორის და კასპიის მაჟორიტარი კანდიდატი გიორგი ხოჯევანიშვილი იქნება.
ქუთაისის მუნიციპალიტეტში ქართული ოცნებიდან ზაზა ლომინაძე იქნება წარდგენილი; თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში - ირაკლი ქადაგიშვილი; გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში დავით სონღულაშვილი, ხოლო რუსთავის მუნიციპალიტეტი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერას, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულები – ნინო ლაცაბიძე.
ევროპული საქართველოს მიერ, რეგიონებში წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები შეგიძლიათ იხილოთ აქ.