ოთარ კახიძე აცხადებს, რომ რეგიონებში მაჟორიტარებზე ოპოზიციას შეუძლია შეთანხმება, თუკი მოლაპარაკებები სწორი მიმართულებით წავა.
როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ განმარტა, იმ ოლქებში თანამშრომლობა, სადაც რომელიმე პარტიას მეტი შანსი აქვს, სწორი გზა იქნება ივანიშვილის დასამარცხებლად.
„თბილისის ორ მაჟორიტარზე მიდის კონსულტაციები - არ ნიშნავს, რომ საკითხი გადადებულია. რეგიონებშიც შეიძლება ამ სცენარზე ვისაუბროთ. პრაგმატულად შეიძლება გვაწყობდეს. მეორე ტურში, მას შემდეგ რაც დავუჭირეთ მხარი გრიგოლ ვაშაძეს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, მან თელავსა და რუსთავში მოიგო. „ევროპული საქართველო“ თუ მათ დაუჭერს მხარს, პირველივე ტურში იქნება გამარჯვება, საპასუხოდ თუ ისინი თერჯოლასა და ხონში დაგვიჭერენ მხარს, შეგვიძლია პირველივე ტურში გამარჯვება. ორმხრივად უნდა იყოს ეს სასარგებლო. თუ არ დარწმუნდებიან, დააყენებენ კანდიდატს ყველგან, დავაყენებთ ჩვენც და ვნახავთ, რა იქნება შედეგი", - ამბობს კახაძე.