logo
ENG



რეგიონებში პროევროპული კამპანიისთვის ჩასულ ოპოზიციონერებს აგრესიული ჯგუფები დახვდნენ

29 ივნ 202217:20
3 წუთის საკითხავი
 

სხვადასხვა ქალაქში პროევროპული კამპანიისთვის ჩასულ ოპოზიციონერებს ორგანიზებული, აგრესიული ჯგუფები დახვდნენ. 

ინციდენტები ფაქტობრივად ერთდროულად მოხდა ქუთაისში, ლანჩხუთში, ოზურგეთსა და ყვარელში. 

ლანჩხუთში ლევან ხაბეიშვილს და ხატია დეკანოიძეს, რომლებიც ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე ლაპარაკობდნენ, თავს ქართული ოცნების წევრები და ადგილობრივი გამგეობის თანამშრომლები დაესხნენ. 

მმართველი გუნდიდან აგრესიაში ლანჩხუთის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატები, ნუგზარ სარჯველაძე, მარიკა ჩხიკვიშვილი, ლავრენტი ბიგვავა, ნანა ხაჟომია, ბექა თოიძე და სხვები მონაწილეობდნენ. 

ადგილზე პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი მივიდა. 

კახეთში, ყვარელში პროევროპული საინფორმაციო კამპანიის დროს თავს დაესხნენ ლელოს წევრებს, ბადრი ჯაფარიძეს და ლევან სამუშიას. 

ოპოზიციის წარმომადგენლებს მოქალაქეებთან შეხვედრა ერთ-ერთ პარკში ჰქონდათ, ადგილზე მისულმა ადამიანებმა მათ აგრესიულად, ყვირილით მოსთხოვეს ტერიტორიის დატოვება.


close დახურვა