logo
ENG



რეგულაციები - სილამაზის სალონებში გარკვეულ მომსახურებებზე ფასი გაიზარდა

18 მაი 202014:28
3 წუთის საკითხავი
 

დღეიდან სილამაზის სალონებმა მუშაობა განაახლეს. თუმცა, მათ გარკვეული რეგულაციები დაუწესდათ. აქედან გამომდინარე, სილამაზის სალონების ნაწილი კვალ ვერ ახერხებს ფუნქციონირებას.

გარდა ამისა, როგორც სილამაზის სალონებში აცხადებენ, ბაზარზე მაღალი ფასებია როგორც დეზობარიერზე, ასევე სადეზინფექციო საშუალებებზე.

სილამაზის სალონებში გარკვეულ მომსახურებებზე ფასმა 10-15%-ით მოიმატა.

მცირე ზომის სალონებს მაგიდების გაუქმებაც მოუწიათ დისტანციის დასაცავად. როგორც „ფორმულასთან“ საუბარში ერთ-ერთი სილამაზის სალონის წარმომადგენელმა განაცხადა, მომხმარებლების მიღება ბევრ პროცედურასთანაა დაკავშირებული.

„მაქსიმალურად, რაც საჭირო იყო ძირითადი მოთხოვნები - გავაუქმეთ სავარძლები და სამმეტრიანი აქვთ ჩემს თანამშრომლებს მომხმარებლებთან. კატეგორიულად დეზობარიერებზე ხდება გადმოვლა, ხელების დამუშავება, აუცილებელი მოთხოვნაა ნიღაბის გაკეთება. თუ არ აქვთ, მაგისთვისაც მზად ვართ, ჩაწერის გარეშე ვერ ვღებულოთ. გარკვეულ მომსახურებებზე 10-15%-ზე დანამატის გაკეთბა გვიწევს“, - განაცხადა სალონის წარმომადგენელმა.

მოქალაქეები კი ამბობენ, რომ სილამაზის სალონები და არამარტო, ადრეც უნდა გახსნილიყვნენ.

„ჩემი აზრით, კარგი ფაქტია, ცოტა ადრეც უნდა მომხდარიყო ამის გახსნა. მარტო სილამაზის სალონები კი არა, სხვა რამეებიც უნდა გაიხსნას“, - განუცხადა მოქალაქემ „ფორმულას“.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან სილამაზის სალონებს მუშაობის უფლება აქვთ თუ ისინი კონკრეტულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ.


close დახურვა