პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ზოგიერთ სამშენებლო ობიექტს შეუჩერდა მუშაობის უფლება, რადგან ისინი ვერ აკმაყოფილებდნენ არსებულ რეგულაციებს.
ირაკლი ჩიქოვანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დახმარებით მთავრობა განაგრძობს საწარმოებისა და მშენებლობების მონიტორინგს.
„გავაგრძელებთ საწარმოების მონიტორინგს, ყველა უფლებამოსილი საწარმო მკაცრად გაკონტროლდება, რომ დაიცვან რეგულაციები. ანალოგიურად კონტროლდება სამშენებლო ობიექტებზე - შემოწმებულ იქნა 100 მეტი მშენებლობა და ამაში მონაწილეობენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. ზოგიერთ მშენებლობებზე ვერ იქნა უზრუნველყოფილი ეს რეგულაციები და ისინი შეჩერდა. გაგრძელდება მხოლოდ უსაფრთხოების პროტოკოლის დაკმაყოფილების შემდეგ", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.