logo
ENG



რეზიდენტურის სტუდენტები: ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ქვეყანა დავტოვოთ

04 დეკ 201908:47
3 წუთის საკითხავი
 
tkbj2tv6ybcaqoq.jpg

ჯანდაცვის სამინისტრო გამოცდაზე გასასვლელი თანხის გაუქმებაზე უარს ამბობს.  სამედიცინოს სტუდენტებსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის შეხვედრა დღეს 12:00  საათზე გაიმართება, სადაც სტუდენტები სამინისტროს საბოლო პასუხს მოისმენენ. სტუდენტებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია ერთხელ უკვე გამართეს. ისინი საკვალიფიკაციო გამოცდაზე, ე.წ. რეზიდენტურაზე გადასახადის - 80 ლარის დანიშნვას აპროტესტებენ. 

რეზიდენტები იმედს იტოვებენ, რომ თავიანთი მოთხოვნები დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციები გაგრძელდება. 

"იმედია გაითვალისწინებენ ჩვენს არგუმენტირებულ მოსაზრებებს. ჩვენ სამწუხაროდ ვცხოვრობთ იმ სოციალურ პირობებში, სადაც ბევრ სტუდენტს არ აქვს იმის საშუალება, რომ ერთ კვირაში 80 ლარს მოუყაროს თავი. ჯანდაცვის მინისტრმა ეს ფაქტი უნდა გათვალო წინასწარ",-აღნიშნავს ნიკა ჯანიკაშვილი. 

როგორც რეზიდენტები ამბობენ, არსებული მდგომარეობის გამო, ისინი იძულებულები არიან ქვეყანა დატოვონ. 

"გაერთიანებულები ვართ სტუდენტები, რათა ჩვენი მოთხოვნები დააკმაყოფილონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შევეცდებით ერთიანი ძალებით და აქციებით შევძლოთ მათ ყურებამდე მივიტანოთ ჩვენი ტკივილი. ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ქვეყანა დავტოვოთ",-ამბობს რეზიდენტი მარი ქარქაშაძე. 


close დახურვა