უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინელები დღითიდღე უახლოვდებიან გამარჯვებას.
"დღეს უკრაინის დამცველთა დღეა, უკრაინელი კაზაკების დღე, უკრაინის მეამბოხე არმიის დღე! მე ვამაყობ იმ მილიონი მამაცი ქალითა და კაცით, რომლებიც ახლა ჩვენს ქვეყანას იცავენ.
თქვენ ხართ საუკეთესო არმია ევროპაში, რომელსაც ყოველდღე ასობით დამპყრობლის განადგურება შეუძლია. დღითიდღე ვუახლოვდებით გამარჯვებას," - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
უკრაინელ დამცველებს 14 ოქტომბერი დღეს ზელენსკიმ მიულოცა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც წარსულში უკრაინისთვის იბრძოდა და ვინც ახლა იბრძვის. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ უკრაინელები აუცილებლად გაიმარჯვებენ.
დღევანდელი დღე უკრაინის დამცველებს ასევე უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ მიულოცა. ზელენსკას თქმით, უკრაინის დამცველები უკრაინელი ხალხის თავისუფლების მხარდაჭერა და სიმბოლოა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ უკრაინელ ხალხს სჯერა გამარჯვების.