logo
ENG



რეზნიკოვი: ესპანეთისგან პირველი Hawk საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები მივიღეთ

02 დეკ 202221:21
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/02/77l1vr48954rn99.jpg

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინამ ესპანეთისგან პირველი Hawk საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები მიიღო.

"ოდესაში შევხვდი ესპანეთის თავდაცვის მინისტრს, მარგარიტა რობლესს. ჩვენ პატივი მივაგეთ უკრაინისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას და საავადმოყოფოში ჩვენი მებრძოლები მოვინახულეთ. ესპანეთი მხარს უჭერს უკრაინას: ჰუმანიტარული და უსაფრთხოების სფეროს დახმარება გაგრძელდება.

მეტი ჩვენი მებრძოლი გაივლის წვრთნას ესპანეთში. ესპანეთისგან ჩვენი პირველი Hawk საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები უკვე მივიღეთ", - თქვა რეზნიკოვმა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან რუსეთმა 16 000-ზე მეტი სარაკეტო შეტევა განახორციელა უკრაინაში. 23 ნოემბერს, რუსული ძალების მხრიდან მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგად უკრაინის რეგიონებში ელექტროენერგია გაითიშა.


close დახურვა