უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, ზაფხულის კონტრშეტევის დროს უკრაინა F-16 გამანადგურებლებს არ გამოიყენებს.
"ზაფხულში, რუსეთის ძალების წინააღმდეგ მოსალოდნელ კონტრშეტევაში უკრაინა უარს იტყვის F-16 გამანადგურებლების გამოყენებაზე, მაგრამ ყველა სახმელეთო იარაღს გაააქტიურებს.
F-16 საბრძოლო თვითმფრინავები ზაფხულში ვითარებას არ შეცვლის. შემოდგომაზე ან ზამთარში უკრაინა F-16-ების გამოყენებისთვის მზად იქნება. უკრაინელი მფრინავების მომზადებას დრო დასჭირდება", - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
მანამდე, რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევა რუსული ძალების წინააღმდეგ, შესაძლოა, ზაფხულში დაიწყოს. მისი თქმით, კონტრშეტევა რამდენიმე მიმართულებით იგეგმება.