უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, მომდევნო შეხვედრა რამშტაინის საჰაერო ბაზაზე თებერვალში გაიმართება.
"ყოველი შეხვედრისას ვხედავ, როგორ იზრდება ჩვენი პარტნიორების ნდობა უკრაინისადმი. ეს ყველაფერი ჩვენი ჯარისკაცების და წარმომადგენლების შრომის წყალობით. მეტი ნდობა ნიშნავს მეტ იარაღს. დავიცვათ ჩვენი მიწა, ზღვა... და ცა!", - თქვა რეზნიკოვმა.
რეზნიკოვის თქმით, უკრაინა გაზაფხულზე რუსეთის მხრიდან პოტენციური ფართომასშტაბიანი თავდასხმისთვის ემზადება და ამის შესახებ პარტნიორებმა იციან.
"ჩვენ ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობთ, ჩვენი დაზვერვა, ანალიტიკოსები და გენერალური შტაბი. ამიტომ, ჩვენ აუცილებლად ვემზადებით ამისთვის", - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
20 იანვარს, რამშტაინის საჰაერო ბაზაზე მერვე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც 50-ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ესწრებოდა.