უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, ოქტომბრიდან რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 820-ზე მეტი საკრუიზო რაკეტა გაუშვა.
ამასთან, რეზნიკოვი აღნიშნავს, რომ 2022 წლის ოქტომბრიდან რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 15 მასობრივი სარაკეტო შეტევა განახორციელეს.
"როდესაც მე ვამბობ სიტყვას "მასიური", ეს ნიშნავს, რომ მტერი იყენებს საკრუიზო ბალისტიკურ რაკეტებს, ასევე ირანულ დრონებს. 10 მარტის მდგომარეობით, ჩვენს ქვეყანაში გასროლილია 821 რუსული რაკეტა. ეს მხოლოდ საკრუიზო ბალისტიკური რაკეტებია", - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
უკრაინის ცნობით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით, ნორვეგია უკრაინას NASAMS საჰაერო თავდაცვის ორ სისტემას გადასცემს. ნორვეგია ასევე მოამზადებს უკრაინელ სამხედრო პერსონალს.