უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, რამდენი ოდიოზური რაკეტაც არ უნდა გაუშვან რუსმა ტერორისტებმა, უკრაინელებს ვერ შეაშინებენ.
"რამდენი ოდიოზური რაკეტაც არ უნდა გაუშვან რუსმა ტერორისტებმა, ჩვენ ვერ შეგვაშინებენ. უკრაინის არმიამ იცის, როგორ დაიცვას ჩვენი ცა", - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
16 დეკემბერს, რუსებმა მასიური სარაკეტო თავდასხმა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განახორციელეს. რუსმა ოკუპანტებმა 70 საკრუიზო და 4 მართვადი რაკეტა გაისროლეს. 60 საკრუიზო რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.
თავდასხმის შედეგად დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის რამდენიმე ობიექტი და საცხოვრებელი კორპუსი ჟიტომირის, კიევის, ხარკივის, დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კიევსა და უკრაინის 14 რეგიონში ელექტროენერგიის გათიშვის შედეგად, წყალმომარაგება შეწყდა.