logo
ENG



რეზნიკოვი: რუსეთი ბომბავს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, რათა მოლაპარაკებები გვაიძულოს

12 დეკ 202214:51
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/12/jd42wbufzjqpgfp.jpg

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, რუსეთი ბომბავს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, რათა უკრაინას მოლაპარაკებები აიძულოს.

"მათი მიზანია ჩაგვიყვანონ სიბნელეში, სიცივეში ზამთრის პერიოდში, რათა დავნებდეთ და გამძლეობა დავკარგოთ. შემდეგ კი, მათი გეგმის მიხედვით, შეიძლება მოლაპარაკება მოგვინდეს.

ჩვენ უნდა გავუძლოთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ. უნდა ვისწავლოთ დაზოგვა, განსაკუთრებით ამ ორ თვეში, რომელიც წინ გველის და ვისწავლოთ გადარჩენა. ჩვენ გადავრჩებით - ეს დანამდვილებით ვიცი", - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციის არმიამ უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვა დაიწყო. რუსებმა სარაკეტო დარტყმების რვა ტალღა განახორციელეს. უკრაინაში ყველა თბო და ჰიდროელექტროსადგური დაზიანდა.

23 ნოემბერს, რუსეთმა უკრაინაში მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა, რის გამოც უკრაინის რეგიონებში ელექტროენერგია გაითიშა.


close დახურვა