logo
ENG



რეზნიკოვი: რუსეთი და ირანი ტერორისა და სიკვდილის გასავრცელებლად გაერთიანდნენ

17 ოქტ 202216:14
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/17/qysfhpjrs4anoj2.jpg

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, რუსეთი და ირანი ტერორისა და სიკვდილის გასავრცელებლად გაერთიანდნენ.

"რუსეთი და ირანი ტერორისა და სიკვდილის გასავრცელებლად გაერთიანდნენ. Shahed-136 მათი ერთ-ერთი იარაღია, კალიბრთან, ისკანდერთან, რაკეტებთან, Mojaher-6 დრონებთან, Fateh-110 და Zolfaghar-თან ერთად. დემოკრატია და ნათელი გონება უნდა გაერთიანდნენ ამ თავდასხმების მოსაგერიებლად და ბოროტების დასამარცხებლად," - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

დღეს რუსეთმა კიევზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს Telegram პოსტის თანახმად, ერთ-ერთი აფეთქება მოხდა შევჩენკივსკის რაიონში, უკრაინის დედაქალაქის ცენტრში. კლიჩკოს განცხადებით, რუსეთმა კიევი "კამიკაძე" დრონებით დაბომბა.

კლიჩკოს ინფორმაციით, რუსული ძალების მხრიდან კიევში, საცხოვრებელ კორპუსზე დრონებით თავდასხმის შედეგად 6 თვის ორსული დაიღუპა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ბოლო მონაცემებით, კიევზე განხორციელებული თავდასხმისას 3 ადამიანია დაღუპული, 4 კი დაშავებული.


close დახურვა