logo
ENG



რეზნიკოვი: უკრაინაში მობილიზაციის საწყისი გეგმა ჯერ არ არის სრულად განხორციელებული

06 მარ 202314:08
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/06/hacal063iku9tp1.jpg

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინაში მობილიზაციის საწყისი გეგმა ჯერ არ არის სრულად განხორციელებული.

"უკრაინაში მობილიზაციის თავდაპირველი გეგმა, რომელიც დამტკიცდა რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ, ჯერ არ დასრულებულა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს კვლავ სჭირდება სხვადასხვა პროფესიის ადამიანები.

გენშტაბმა ზუსტად იცის მძღოლების, მსროლელების, ოპერატორების, არტილერისტების, სნაიპერების საჭირო რაოდენობა. გენერალური შტაბი სამხედრო კომისრების დავალებებს ადგენს: გეგმას და სპეციალისტთა კატეგორიებს", - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა