logo
ENG



რეზნიკოვი: ჩვენ ვაპირებთ გავათავისუფლოთ ყველა ჩვენი ტერიტორია, ყირიმის ჩათვლით

16 ივნ 202213:40
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/16/9im4b3fpwsr7bqj.jpg

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, ამერიკული იარაღი უკრაინას რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების, მათ შორის ყირიმისა და დონბასის დაბრუნებაში დაეხმარება.

"ჩვენ ვაპირებთ გავათავისუფლოთ ყველა ჩვენი ტერიტორია, ყირიმის ჩათვლით. ყირიმი უკრაინის სტრატეგიული მიზანია, რადგან ის უკრაინის ტერიტორიაა," - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

რეზნიკოვის თქმით, პირველი ნაბიჯი ადგილზე სიტუაციის სტაბილიზაცია იქნება, რათა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის დროს შემდგომი დანაკარგები თავიდან იყოს აცილებული. როგორც რეზნიკოვი აღნიშნავს, მეორე ეტაპი არის რუსული ძალების იმ პოზიციებზე დაბრუნება, რომელზეც 24 თებერვლამდე, უკრაინაში შეჭრამდე იყვნენ. 

"მხოლოდ მესამე ეტაპზე იქნება დისკუსია უკრაინის პარტნიორებთან იმაზე, თუ როგორ უნდა გათავისუფლდეს ტერიოტორიები, მათ შორის ყირიმი," - თქვა რეზნიკოვმა.


close დახურვა