უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ალექსი რეზნიკოვი ამბობს, რომ მობილიზაციის ახალი ტალღის გამო იანვრის დასაწყისში რუსეთის ხელისუფლება საზღვრებს ჩაკეტავს. 30 დეკემბერს გამოქვეყნებულ ვიდეოში რეზნიკოვი რუსეთის მოქალაქეებს მიმართავს, რომ მათ ერთი კვირა დარჩათ, "სანამ რაღაც არჩევანი მაინც არსებობს".
"იანვრის დასაწყისში რუსეთის ხელისუფლება კაცებისთვის საზღვრებს ჩაკეტავს, შემდეგ საომარ მდგომარეობას გამოაცხადებენ და მობილიზაციის მორიგ ტალღაც გამოაცხადებენ. საზღვრები ასევე ჩაიკეტება ბელარუსში", - აცხადებს რეზნიკოვი.
მობილიზაციის ახალი ტალღის შესახებ 30 დეკემბერს ისაუბრა თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა.