logo
ENG



რეზნიკოვი უოლასზე: მადლობელი ვარ ჩემი კოლეგის და ბრიტანელი ხალხის, ერთად გავიმარჯვებთ!

24 მაი 202315:48
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/24/y2r9qbb8yvkvdkc.jpg

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი მადლობას უხდის ბრიტანელ კოლეგას და ამასთან, აღნიშნავს, რომ მასთან მნიშვნელოვანი დისკუსია ჰქონდა.  

"მოხარული ვიყავი, რომ ვუმასპინძლე ჩემს დიდ მეგობარს, ბენ უოლასს კიევში. ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსია, რომელიც ფოკუსირებული იყო უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდის პრიორიტეტებზე, განსაკუთრებით შორი მანძილის იარაღის მიწოდებაზე, როგორიცაა Storm Shadow", - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

რეზნიკოვი ამბობს, რომ კოლეგასთან ერთად ასევე განიხილა NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივები და მათი ხედვა ევროპაში სამომავლო მშვიდობისა და სტაბილურობის შესახებ, რომელიც მისი თქმით, პრეზიდენტ ზელენსკის მშვიდობის ფორმულაშია ასახული.

"მე ნამდვილად მადლობელი ვარ ჩემი მეგობრისა და კოლეგის, მთავრობისა და დიდი ბრიტანეთის ხალხის, რომ პირველივე დღიდან ჩვენს გვერდით დგანან. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!", - განაცხადა რეზნიკოვმა.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, ბენ უოლასი კიევში დღეს ჩავიდა. ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. უოლასი უკრაინელ კოლეგას, ოლექსი რეზნიკოვს შეხვდა. მოლაპარაკებების შემდეგ, მან განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მისივე გაჩაღებულ ომში ვერ გაიმარჯვებს და ეს უნდა გააცნობიეროს.


close დახურვა