უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებით, ის თანამდებობაზე დარჩება.
კითხვაზე, გეგმავს თუ არა უკრაინის თავდაცვის მინისტრად დარჩენას უახლოეს თვეებში, რეზნიკოვმა უპასუხა: "დიახ, ეს ჩემი პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო".
6 თებერვალს, ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა, რომ უკრაინის ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი სტრატეგიული მრეწველობის მინისტრის თანამდებობაზე გადაიყვანეს, ხოლო თავდაცვის სამინისტროს გენერალ-მაიორი კირილ ბუდანოვი უხელმძღვანელებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ სტრატეგიული მრეწველობის მინისტრის თანამდებობაზე შეთავაზება რომც მიეღო, უარს იტყოდა. მისი თქმით, ეს შეცდომაა.
„ასეთი შეთავაზება რომც მიმეღო, პრეზიდენტისგან ან პრემიერისგან, მასზე უარს ვიტყოდი იმიტომ, რომ არ მაქვს გამოცდილება, რომელიც საშუალებას მომცემდა ვყოფილიყავი სტრატეგიული მრეწველობის კარგი მინისტრი. ამიტომ, ვფიქრობ, ეს შეცდომაა", - თქვა რეზნიკოვმა.