logo
ENG



რეზნიკოვის თქმით, უკრაინა NATO-ს წევრი, შესაძლოა, მომავალ წელს გახდეს

24 ივლ 202311:50
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/24/8wy5k1xf67il061.jpg

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინა NATO-ს წევრი, შესაძლოა, მომავალ წელს გახდეს. ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

"2024 წლის NATO-ს სამიტს უკრაინის ალიანსში გაწევრიანების შესაძლებლობად მივიჩნევ. ვინ იცის, იქნებ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყოს უკრაინისთვის. ეს მხოლოდ ჩემი პროგნოზია", - ამბობს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე.

რეზნიკოვის თქმით, ომი მომავალ ზაფხულამდე, უკრაინის გამარჯვებით დასრულდება. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება თავად ალიანსის ინტერესებში იქნება.

"ჩვენი გამარჯვების შემდეგ, ეს NATO-ს ინტერესებში იქნება... უკრაინამ ნამდვილი საბრძოლო გამოცდილება მიიღო - როგორ შევაკავოთ რუსები, დავამარცხოთ ისინი, დავამარცხოთ NATO-ს სტანდარტების შეიარაღების გამოყენებით", - აღნიშნა მან.  

NATO-მ ვილნიუსის სამიტის პირველი დღის დასრულების შემდეგ კომუნიკე გამოაქვეყნა, რომლის მთავარი საკითხიც უკრაინის პოტენციური წევრობაა. კომუნიკეში აღნიშნულია, რომ ალიანსი სრულად უჭერს მხარს უკრაინის უფლებას, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები და აღნიშნულია, რომ უკრაინის მომავალი NATO-შია. 

NATO-ს სამიტი ვილნიუსში, 11-12 ივლისს გაიმართა.


close დახურვა