logo
ENG



რეზნიკოვის თქმით, უკრაინამ ომის ყველაზე ცუდი სცენარი უკან მოიტოვა

24 აგვ 202211:15
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/24/4nef7knhoyvb6s5.jpg

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის თქმით, უკრაინამ ომის ყველაზე ცუდი სცენარი უკან მოიტოვა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ უკრაინა ბრძოლის ველის სტაბილიზაციის ეტაპზეა.

"ქვედანაყოფების მცირე გადაადგილებით ბრძოლის ველისა და ხაზების სტაბილიზაციის ეტაპზე ვართ," - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

რეზნიკოვი ამბობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთი მთავარი საფრთხე საერთაშორისო საზოგადოებაში დაღლილობის სინდრომია.

"ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამ საფრთხის წინააღმდეგ. უნდა ვისაუბროთ, ადამიანებს ვთხოვოთ არ დაიღალონ, რადგან ეს ჩვენთვის ძალიან, ძალიან სახიფათოა," - თქვა რეზნიკოვმა.


close დახურვა