უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, ჩინეთმა უნდა დაარწმუნოს რუსეთი, რომ უკრაინის ტერიტორიები გაათავისუფლოს.
"უკრაინა მზადაა, მიიღოს ჩინეთი, როგორც შუამავალი სამშვიდობო მოლაპარაკებებში ომის დასასრულებლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთი დაარწმუნებს რუსეთს, დატოვოს უკრაინის ყველა ოკუპირებული ტერიტორია.
პირველი სიგნალი იმისა, რომ რუსეთი მზად არის, იცხოვროს უკრაინასთან მშვიდობიანი თანაცხოვრებით, უნდა იყოს უკრაინის ტერიტორიების სრული გათავისუფლება და რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანა. ამის შემდეგ, ჩვენ ვივარაუდებთ, რომ ამ მოლაპარაკებას რუსეთზე გავლენა აქვს, თუ არა, მაპატიეთ, მაგრამ რა მიზეზით უნდა დავსხდეთ [მოლაპარაკების მაგიდასთან] და დრო დავკარგოთ?", - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
მარტში ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი მოსკოვში იმყოფებოდა. სი ძინპინი რუსეთის დედაქალაქში სამდღიანი ვიზიტით იყო ჩასული. ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ჩინეთის ლიდერთან უფრო მჭიდრო ორმხრივ ურთიერთობაზე ვერ შეთანხმდა.