დნიპროს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს თქმით, აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ქალაქ დნიპროს ორი რაკეტა მოხვდა.
ამასთან, რეზნიჩენკო აღნიშნავს, რომ დაზარალდნენ სინელნიკოვისა და პავლოგრადის რეგიონები.
“სინელნიკოვის რეგიონში ორი ადამიანი დაშავდა. რაკეტა ინფრასტრუქტურულ ობიექტს მოხვდა. მაშველებმა ცეცხლი ჩააქრეს”. - განაცხადა რეზნიჩენკომ.
რეზნიჩენკოს თქმით, პავლოგრადში მსხვერპლი არ ყოფილა, მაგრამ სარკინიგზო ინფრასტრუქტურა განადგურებულია.
დნიპროში სარაკეტო თავდასხმა მანამდეც მოხდა, რის შედეგადაც აეროპორტი დაზიანდა. 10 აპრილს კიდევ ერთმა სარაკეტო დარტყმამ აეროპორტის დიდი ნაწილი გაანადგურა.
