logo
ENG



რეზო აჭარაძე: პოლიციელები ლუკას, მისი ძმისთვის პრობლემების შექმნით ემუქრებოდნენ

18 დეკ 201923:00
3 წუთის საკითხავი
 
xz8h47c6852enc6.jpg

„პოლიციელები ლუკას, მისი ძმისთვის პრობლემების შექმნით ემუქრებოდნენ“, - ამის შესახებ განცხადებას ლუკა სირაძის ოჯახის იურისტი რეზო აჭარაძე გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ აკეთებს. ადვოკატის განცხადებით, მუქარა დედის თანდასწრებით ხდებოდა.

მისი განცხადებით, სახელწიფო ინსპექტორის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ გამოძიებულ საქმეში გამოიკვეთა, რომ ნამდვილად ემუქრებოდნენ ლუკა სირაძეს. მისივე თქმით, მთავარი მუქარა იყო ის, რომ ლუკა სირაძის ძმას, რომელიც სამხედრო აკადემიაში სწავლობს პრობლემები შეექმნებოდა, ამან ლუკაზე დიდი გავლენა მოახდინა და დიდი სტრესი განიცადა.

„რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა შს მინისტრის მოადგილემ, რომ დიდუბე-ჩუღურეთის პირველ განყოფილებაში არანაირ სამართალდარღვევას არ ჰქონდა ადგილი და არასწორი ინფორმაცია იყო გავრცელებული თითქოსდა კეთილგანწყობილი გარემო იყო შექმნილი. აღნიშნული აღმოჩნდა სიცრუე და სახელწიფო ინსპექტორის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ გამოძიებულ საქმეში გამოიკვეთა, რომ ნამდვილად ემუქრებოდნენ ლუკა სირაძეს არა ერთი, არამედ სამი პოლიციელი. სხვადასხვანაირი მუქარები იყო თუმცა, ერთი იყო ძირითადი მუქარა - ძმას, რომელიც სამხედრო აკადემიაში სწავლობდა შეექმნებოდა პრობლემები. ეს მუქარა დედის და დაცვის თანდასწრებით იყო. 3 - 4 პოლიციელი მათ შორის მარიანა ჩოლოიანი ემუქრებოდნენ, რომ მის ძმას შეექმნებოდა პრობლემა. რადგანაც ყველაზე საკრალურით დაემუქრნენ აქედან გამომდინარე ყველაზე დიდი სტრესი განიცადა. გამოძიებით დადგენილია, რომ ლუკა რამდენიმე წუთით დედის გარეშე 2-ჯერ მარტო იყო გაყვანილი, როდესაც დაბრუნდა ლუკა ანერვიულებული იყო და ითხოვდა სამედიცინო დახმარებას თუმცა მას სამედიცინო დახმარება არ გაუწიეს. ატირებული ბავშვის დაკითხვა გაგრძელდა. დაკითხვა გაგრძელდა მეორე დღესაც. ლუკას ყოფილ თანაკლასელს აიძულებდნენ, რომ ხელი დაედო ლუკაზე. ამან ძალიან მძიმედ იმოქმედა ლუკაზეც და იმ არასრულწლოვანზეც, რომელიც ლუკას დაუპირისპირეს“, - განაცხადა რეზო აჭარაძემ.


close დახურვა