ბარსელონა-თბილისის რეისის გაუქმების გამო ბარსელონის აეროპორტში ამ ეტაპზე 7 მოქალაქეა დარჩენილი. ამის შესახებ "ფორმულას" საქართველოს საკონსულოდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები, სავარაუდოდ, დღესვე შეძლებენ გამგზავრებას.
„ჯორჯიან ეარვეისის“ მიერ რეისის გადადების გამო დღეს დილიდან ბარსელონის აეროპორტში 40-მდე ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც თბილისში გადმოფრენას ვერ ახერხებდნენ. ისინი ავიაკომპანიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ავიაკომპანიაში „ფორმულას" ზარებს ამ დრომდე არ პასუხობენ.