ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი UFC-ის მსუბუქი წონის მებრძოლთა რეიტინგის ტოპ 15-ში შევიდა. დვალიშვილი განახლებულ რეიტინგში ამჟამად მე-15 ადგილს იკავებს. ქართველმა მებრძოლმა ჩინელ სპორტსმენტს გადაასწრო.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილს "takedown"-ებში ერთ-ერთი უმაღლესი პროცენტული მაჩვენებელი აქვს.
დვალიშვილმა ბოლო ბრძოლაში გუსტავო ლოპესი დაამარცხა. ეს ბრძოლა 13 ივნისს გაიმართა.