logo
ENG



რელიგიათა საბჭო: კატეგორიულად ვგმობთ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას

01 დეკ 202419:43
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/01/b6k9hl4kxdmsw37.jpg

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრები განცხადებას ავრცელებენ და კატეგორიულად გმობენ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას.

"საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრები, უპირველეს ყოვლისა, კატეგორიულად ვგმობთ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას.

დემოკრატია, თავისუფლება, ადამიანის უფლებები, რელიგიის თავისუფლება, თანასწორუფლებიანობა, ტოლერანტობა, ხანგრძლივი მშვიდობა, - ესაა ღირსეული ცხოვრებისთვის აუცილებელი ღირებულებები. ისინი ყველა რელიგიის საერთო პრინციპს ეფუძნება: სხვას ნუ მოექცევი ისე, როგორც არ გინდა, მოგექცნენ შენ.

რელიგიათა საბჭოს წევრები უდიდეს საფრთხეს ვხედავთ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ევროინტეგრაციის კურსზე უარის თქმაში - საფრთხეს საქართველოში ადამიანის ღირსეული და უსაფრთხო ცხოვრებისათვის"- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას უერთდებიან:

- საქართველოს ევანგელისტური ეკლესია

- წმინდა სამების პროტესტანტული ეკლესია

- ხსნის არმია

- მეგობართა საზოგადოება კვაკერები

- აღდგენილი სამოციქულო ეკლესია

- სახარების რწმენის ეკლესია

- ქართველ მუსლიმთა კავშირი

- საქართველოს ევანგელურ ბაპტისტური ეკლესია

- ასურელთა წმინდა სამოციქულო კათოლიკე აღმოსავლეთის ეკლესია

- დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია

- ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა

- საქართველოს პროტესტანტული ეკლესია

- აჰმადია მუსლიმთა გაერთიანება

- სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო

- ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია

 


close დახურვა