logo
ENG



რელიგიური ორგანიზაციები:საპატრიარქო საგადასახადო პრივილეგიებით სარგებლობს

15 მაი 202011:53
3 წუთის საკითხავი
 

9 რელიგიური ორგანიზაცია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. მათი მთავარი მოთხოვნა საქართველოს მართმადიდებელ ეკლესისთან თანასწორ მდგომარეობაში ჩაყენებაა. 

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის იურისტის განმარტებით, მთავარი მოთხოვნა უკავშირდება კანონში გაწერილ იმ მუხლს, სადაც წესდება არაეკონომიკური მიზნით მიწის გამოყენებისას გადასახადისგან ათავისუფლებს მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას.

"რელიგიური გაერთიანებები არ თავისუფლდებიან მიწის ქონების გადახადისგან, განსხვავებით საქართველოს საპატრიარქოსგან, რომელიც ამ და კიდევ ბევრი პრივილიეგიით სარგებლობს. გუშინ გამოქვეყნდა სასამართლოს განცხადებას, რომ მან არსებითად განსახილველად მიიღო ჩვენი საქმე და იმედია დადებითად გადაწყდება ეს საკითხი. ამ დისკრიმინაციულ საკითხებზე ჩვენ რელიგიური გაერთიანებები, სახალხო დამცველი 10 წელზე მეტია ვსაუბრობთ და არცერთხელ სახელმწიფოს არ გამოუხატავს პოლიტიკური ნება ეს დისკრიმინაციული მიდგომა აღმოფხვრას. ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი სწორედ საგადასახადო კოდექსში არსებული ეს დისკრიმინაციული ნორმებია. ერთ-ერთი მუხლი, რაც მანამდე გავასაჩივრეთ, უკვე დააკმაყოფილა სასამართლომ, სადაც აღნიშნა რომ სახეზეა დისკრიმინაცია და კონსტიტუციის მიზაცია არაა საპატრიარქოს პრივილიგირებული როლი კანონმდებლობაში; მისი ისტორიული როლი არ ნიშნავს ამ დიკსრიმინაციას. ამიტომ იმედიადად ვუყურებთ ამ საქმესაც და ალბათ სასამართლოს მოუწევს დაახლოებით იგივე მსჯელობით წავიდეს ამ საქმეზეც",-აცხადებს მაკო ლავთაძე.

აღსანიშნავია, რომ ეს საქმე უკვე მესამე სარჩელია რაც 9 რელიგიურმა ორგანიზაციამ სასამართლოში საჩივრის სახით შეიტანა. ორივე შემთხვევაში დისკრიმინაცია გამოიხატა. 


close დახურვა