logo
ENG



რეორგანიზაციის მიზეზით გორის მერიიდან 13 თანამშრომელი გაათავისუფლეს

19 სექ 202212:55
3 წუთის საკითხავი
 

გორის მერიაში რეორგანიზაციის მიზეზით 13 ადამიანი გაათავისუფლეს. მათგან 3 სასამართლოს მიმართავს და დისკრიმინაციის დადგენას ითხოვს.  ისინი ამბობენ, რომ სხვა თანამშრომლებისგან განსხვავებით, მათ სანაცვლოდ სხვა სამსახურებში პოზიციები არ შესთავაზეს.

გათავისუფლებულთა ინტერესებს სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს. გარდა ამისა, ისინი სახალხო დამცველსაც მიმართავენ, რადგან ფიქრობენ, რომ მათ მიმართ პიროვნული დისკრიმინაცია განხორციელდა.

ერთ-ერთი გათავისუფლებული ნაილი მელანაშვილი ამბობს, რომ ის გორის მერსაც შეხვდა, თუმცა მისგან პასუხი ვერ მიიღო.

რეორგანიზაციის მიზეზით გათავისუფლებული თანამშრომლების საკითხზე გორის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ. თავად გორის მერი სერბეთში, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატს ესწრება.


close დახურვა