სასამართლო პროცესების გაჭიანურება, როგორც მეთოდი პოლიტიკური ტყვეების წინააღმდეგ. პროკურატურა საქმეების გადადებას ითხოვს მოტივით, რომ მტკიცებულებების შეგროვება ვერ მოასწრო. პროტესტის მონაწილეებისთვის შეფარდებული ორ თვიანი პატიმრობის ვადა კი იწურება, ამიტომ ახლა სასამართლომ ჩანიშნა სხდომები სადაც განიხილება, - შეცვლის თუ არა მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ პატიმრობას.
ხვალ 11 პროცესი გაიმართება, რომელთა შორისაა მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, ასევე იუმორისტი ონისე ცხადაძე. კიდევ 7 პირის ხდომა კი, - რომელთა შორის არის დაფიონის დამფუძნებელი ზვიად ცეცხლაძე, ზეგისთვის ჩაინიშნა. შოუს და თეატრალურ წარმოდგენას ელიან რეჟიმის სასამართლოში დაკავებულების ოჯახები. პროცესებს ნამდვილი მსახიობებიც დაესწრებიან, რომლებიც დაპატიმრებული კოლეგისა და სხვა მოქალაქეების გამო, გაფიცვას აგრძელებენ.