logo
ENG



რეჟისორი ზაზა ხალვაში დღეს მშობლიურ სოფელში დაკრძალეს

08 თებ 202017:33
3 წუთის საკითხავი
 

რეჟისორი ზაზა ხალვაში 62 წლის ასაკში გარდაიცვალა. 10-ზე მეტი ფილმის ავტორი დღეს ქედის რაიონში, მშობლიურ სოფელში დაკრძალეს. განსაკუთრებული აღიარება მას ფილმმა "ნამემ" მოუტანა, რომელიც 2019 წელს უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში საქართველოდან ოსკარზეც იყო წარდგენილი. ფილმი მსოფლიოს თითქმის ყველა მნიშვნელოვან ფესტივალზე აჩვენეს.

ზაზა ხალვაში დღეს მისმა ახლობლებმა და საზოგადო მოღვაწეებმა გაიხსენეს. 

"ვიცით, მისი ბოლო წარმატების შესახებ და სწორედ ახლა უნდა დამტკბარიყო ამ ყველაფრის შედეგით. ალოგიკურია მისი წასვლა, თუმცა ეს უფრო დარჩენაა", - აღნიშნავს ვახტანგ ღლონტი.

ზაზა ხალვაში 1957 წელს დაიბადა. სხვადასხვა დროს მუშაობდა ქართულ ფილმში, ბათუმის დრამატულ თეატრსა და აჭარის მაუწყებელში. 


close დახურვა