რესპუბლიკელი კონგრესმენი პიტ ოლსენი ბიძინა ივანიშვილს მარიონეტს უწოდებს. მისი განცხადებით, ქართველი ხალხი მოითხოვს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასრულებას.
„რა აქვთ საერთო ოლიგარქ ივანიშვილსა და ოსკარ გრაუჩს? ორივე მარიონეტები არიან, რომლებმაც საკუთარი სახლი ნაგვად აქციეს. სწორედ დღეს ვისაუბრე ქართველი ხალხის სურვილზე იმასთან დაკავშირებით, რომ დასრულდეს კორუფციული მთავრობის მმართველობა და რუსული გავლენები საქართველოზე“, - წერს ოლსენი.