ჯანდაცვის სამინისტრომ რესპუბლიკურ საავადმყოფოს ხელოვნური სუნთქვის 30 აპარატი გადასცა. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, CoVID 19-ის გართულების შემთხვევაში რესპუბლიკურ საავადმყოფოს პაციენტების მიღება უკვე შეეძლება.
"როგორც მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საჭიროება კორონავირუსისშემთხვევაში პაციენტისთვის შესაძლოა იყოს ხელოვნური სუნთქვის აპარატები. ჩვენ უზრუნრველვყავით 30 აპარატი და ამ ეტაპზე კლინიკას გააჩნია 50 სუნქთვის აპარატი. შესაბამისად გართულებულ ვითარებაში შესაძლოა ყველა დამატებითი პირობის შექმნა. დამატებით გაგვაჩნია კერძო სექტორდან მოძიებული 500 სუნქთვის აპარატი, რომელიც ასევე იქნება გამოყენებული",-აღნიშნა ტიკარაძემ.
კლინიკის დირექტორის ლევან გოფოძე კი ყურადღებას ტექნიკის მნიშვნელობაზე ამახვილებს და ამბობს, ეპიდემიის ზრდის შემთხვევაში, საავადმყოფო უკვე ყველა შესაძლო მძიმე გართულებისთბის მზადაა.
"რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2007 წლის შემდგომ ტექნიკის ასეთი განახლება არ ყოფილა. ჩვენ მინისტრმა ერთ-ერთ შეხვედრაზე დაგვპირდა, რომ აუცილებლად დაიწყებოდა აღჭურვა და ეს დაგეგმილიც იყო. უბრალოდ ვირუსმა დააჩქარა მოვლენები და, რა თქმა უნდა, ეს აპარატები მოხმარდება პაციენტებს",-აღნიშნა ლევან გოფოძემ.