logo
ENG



რესპუბლიკურ საავადმყოფოში 3 მედიკოსს კორონავირუსი დაუდასტურდა

14 ივნ 202013:54
3 წუთის საკითხავი
 
0it7va148sd1fmc.jpg

რესპუბლიკური საავადმყოფოს 9 მედიკოსი კოვიდინფიცირებულია, მათგან 3-ს კორონავირუსი ახლახან დაუდასტურდა.

კლინიკის დირექტორის თქმით, ინფიცირების წყარო ამ დრომდე დადგენილი არ არის. ლევან გოფოძე ვარაუდობს, რომ ვირუსი საავადმყოფოში არ გავრცელებულა და ის გარედან შემოტანილია.

გოფოძის ინფორმაციით, კლინიკაში, ჯამში, 21 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, ერთის მდგომარეობა მძიმეა. ერთი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გადაიყვანეს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან, ის ლევან რატიანის კლინიკაში ბოლო ინფიცირებული იყო, კლინიკა ჩვეულ რეჟიმზე გადასვლისთვის ემზადება.


close დახურვა