logo
ENG



რესპუბლიკურ საავადმყოფოში 45 ინფიცირებულია მოთავსებული, 2-ის მდგომარეობა საყურადღებოა

07 მაი 202013:40
3 წუთის საკითხავი
 
v5e0ueqa5g80mri.jpg

 

რეპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 45 პაციენტია მოთავსებული.

როგორც საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსმა თეა თავართქილაძემ აღნიშნა, პაციენტები სპონტანტურ სუნთქვაზე იმყოფებიან. მათგან ორის მდგომარეობა საყურადღებოა.

„ამ ეტაპზე კლინიკაში მოთავსებულია 64 პაციენტი, აქედან კოვიდ ინფიცირებულია 45. გაგზავნილია 14 პაციენტის ანალიზი ტესტირებაზე. კოვიდ ინფიცირებულებიდან ყველა იმყოფება სპონტანტურ სუნთქვაზე, ორი პაციენტის მდგომარება საყურადღებოა. გუშინ დაგვემატა სამი ახალი პაციენტი. სამივეს მდგომარეობა სტაბილურია“, - განაცხადა თავართქილაძემ.

 


close დახურვა