logo
ENG



რესპუბლიკური პარტია ხელისუფლებას ნატოს წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

26 ოქტ 201910:58
3 წუთის საკითხავი
 
swng7pjgbbw0tu6.jpg

„რესპუბლიკური პარტია“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საქართველოს  ხელისუფლებას აშშ-სთან უსაფრთხოების საკითხზე მოლაპარაკების წამოწყებისკენ მოუწოდებს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს წევრ ქვეყნებთან და განსაკუთრებით აშშ-სთან სამხედრო-სტრატეგიული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს რეგიონის უსაფრთხოებასა და მშვიდობის უზრუნველყოფას.

"საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას მიაჩნია, რომ მის ტერიტორიაზე ნატოს წევრ ქვეყნებთან და განსაკუთრებით აშშ-სთან სამხედრო-სტრატეგიული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას რეგიონში მდგრადობის და მშვიდობის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე რუსეთის ფედერაციიდან მომავალი საფრთხეების, უარყოფითი გავლენების და დესტრუქციული ქმედებების გასანეიტრალებლად”, – წერია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 


close დახურვა