logo
ENG



რესპუბლიკური საავადმყოფო: კორონავირუსის ყველა ტესტზე უარყოფითი პასუხი მოვიდა

18 მარ 202016:46
3 წუთის საკითხავი
 
yc220pyo86b1kfo.jpg

„რესპუბლიკური“ საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ამ ეტაპზე კლინიკაში 33 პირი იმყოფება.

გოფოძეს თქმით, საავადმყოფო დღეს 11-მა პირმა დატოვა.

„ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება 33 პაციენტი. დღის განმავლობაში კლინიკაში იყო 44 პირი და 11-მა პაციენტმა დატოვა საავადმყოფო. აქედან, 1 ბინაზე გაეწერა, დანარჩენი ათი თვითიზოლაციაში გადავიდა. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ყველა ტესტზე, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით გაგზავნილ იქნა, უარყოფითი პასუხი მოვიდა.

რესპუბლიკური საავადმყოფო მზადაა მძიმე პაციენტების მისაღებად თუ მოიმატებს მომართვიანობა მთელი რესპუბლიკის მასშტაბით“, - განაცხადა გოფოძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 38 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში 1130 მოქალაქეა, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 81.

მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს შინ დარჩენისკენ მოუწოდებს. 


close დახურვა