რესპუბლიკური საავადმყოფო 5-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. ასევე გვიან ღამით კლინიკას კიდევ ერთი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი დაემატა.
ჯერჯერობით უცნობია, მისი დაინფიცირების წყარო. ამ ეტაპზე რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 41 პაციენტი მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.