logo
ENG



რესპუბლიკური საავადმყოფოს საწოლების შესაძენად და რემონტისთვის ₾4 მლნ გამოიყოფა

07 დეკ 202010:40
3 წუთის საკითხავი
 

რესპუბლიკურ საავადმყოფოს შენობის ნაწილის რეაბილიტაციისა და კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის საწოლების შესაძენად 4 მილიონი ლარი გამოიყოფა. გარემონტდება მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 სართულების 2-2 ფლიგელი. 

მთავრობის დადგენილების მიხედვით: 

„ნ) ახალი კორონავირუსით საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირებისა და კონტროლის ღონისძიებების ფარგლებში, დამატებითი საწოლფონდის მობილიზების მიზნით, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკისთვის“ (ვაჟა-ფშაველას გამზირზე, №29-ში (ნაკვეთი 07/081) განთავსებული შენობა-ნაგებობა №2-ის (ნაკვეთი − 07/081; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.10.15.007.081) მიწისზედა მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 სართულების 2-2 ფლიგელი) რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხის გადაცემას, არაუმეტეს 4,000,000 ლარისა" 

დადგენილებაში არ არის მითითებული საწოლების რაოდენობა, თუმცა, რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, ლევან გოფოძემ ფორმულას უთხრა, კლინიკას 350-დან 400-მდე საწოლი დაემატება. 

"ჩვენთან რა საწოლებიც არის, მუდმივად დატვირთულია. მაგალითად, დღეს 13 პაციენტი გაეწერა და სხვები უკვე დავაწვინეთ. მუდმივად მოძრაობს, ცარიელი ადგილი, რა თქმა უნდა, არ არის". - ამბობს გოფოძე. 


close დახურვა