ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრმა და ექიმების ოჯახში გაზრდილმა მინისტრმა, თავისი სპონტანური განცხადებით, საკუთარი თავიც კი გააკვირვა. ექსპერტიზის დასკვნის გარეშე, ზურაბ აზარაშვილმა გადაწყვიტა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა რეაბილიტაციას არ ექვემდებარება და მისი დანგრევა გარდაუვალია. აზარაშვილის ეს განცხადება, რომ მისთვისაც მოულოდნელი იყო, ადასტურეს ის ფაქტიც, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ 2 წლის გამავლობაში გაარემონტეს და მოაწყვეს 2 ახალი განყოფილება. დროება უფრო დეტალურად გაეცნო რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებულ მოვლენებს და მათ შორის სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნასაც, რომელიც ჯანდაცვის მინისტრს ფაქტობრივად ტყუილში ამხელს. დეტალები, ფაქტები და არგუმენტები დროების სიუჟეტში.