რესპუბლიკურმა პარტიამ დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელა. მან რესპუბლიკური პარტიის ეროვნულ ყრილობაზე დელეგატთა ხმების საჭირო რაოდენობა მიიღო.
რესპუბლიკური პარტიის ეროვნული ყრილობა ქალაქ მილოუკში დღეს დაიწყო.
დღესვე ტრამპმა განაცხადა, რომ რესპუბლიკური პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ოჰაიოს სენატორი ჯეიმს დევიდ ვენსი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა.